სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანატომიის მასწავლებელმა ბავშვებს ადამიანის ორგანოები საკუთარ სხეულზე უჩვენა

ანატომია რთული საგანია, თუმცა, თუ თქვენ გყავთ ისეთი მასწავლებელი, როგორიც ერთ-ერთ ესპანურ სკოლაშია, მერწმუნეთ, რომ მარტივად ჩაწვდებით სხეულის თითოეული ორგანოს ფუნქციას.

43 წლის ვერონიკა დუკმა გადაწყვიტა, რომ გაკვეთილი ასახსნელად გაემარტივებინა, ამიტომ ჩაიცვა სპეციალურად შექმნილი სამოსი, რომელზეც ორგანოები სრული სიზუსტითაა დახატული.

ვერონიკას 15 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს სკოლაში და ამ დროის განმავლობაში ზუსტად შეისწავლა მოზარდების ფსიქოლოგია, შესაბამისად, იცის, როგორ მიაწოდოს მოსწავლეს საგანი ისე, რომ დააინტერესოს.

გაკვეთილის ახსნის უცნაური მეთოდის შესახებ თავად ვერონიკას ქმარმა დაპოსტა ტვიტერზე და ფოტოებიც ატვირთა. პოსტი ვირუსივით მოედო სოციალურ ქსელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100