სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კირილე მეორემ ედვარდ კოკოითის მხარდაჭერა აღუთქვა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილე მეორემ ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან “რესპუბლიკის” მხარდაჭერაში დაარწმუნა.

მოსკოვში კოკოითთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ “რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სამხრეთ ოსეთის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებითაა დაკავებული”.

“ჩვენ ამას იქიდან გამომდინარე ვაკეთებთ, რომ ვაცნობიერებთ, რაოდენ დიდი ტანჯვა დაატყდა თავს ოს ხალხს და ვიზიარებთ უდანაშაულო ადამიანების დაღუპვით გამოწვეულ მწუხარებას. რუსულ ეკლესიას სურს, თავისი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი რაც შეიძლება, მალე აღდგეს – მატერიალურად და რაც მთავარია, მორალურად, რათა ადამიანების გონება მძიმე შთაბეჭდილებებისგან მალე გათავისუფლდეს, მათ გულებში მშვიდობამ დაისადგუროს, რაც ადამიანებს მშვიდობიანი და სამართლიანი ცხოვრების აშენებაში დაეხმარებათ”, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100