ბექჰემის ახალი კონტრაქტი...
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და „ლოს ანჯელეს გალაქსის“ ფეხბურთელი, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი აღარ არის.
აღნინული რეიტინგის ლიდერობა „ნიუ იორკ რედ ბულზის“ ფეხბურთელს, ტიერი ანრის, ანაზღაურებით 5.6 მილიონი ამერიკული დოლარი, ერგო. მეორე ადგილს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი წლიურად 4.6 მილიონის ოდენობის შემოსავლით დასჯერდა.
37 წლის ფეხბურთელის რეიტინგის ვარდნა მისმა ახალმა კონტრაქტმა განაპირობა. რომლის მიხედვითაც მისი წლიური ოფიციალური გადასახადი მილიონი ამერიკული დოლარია, ხოლო სუფთა ანაზღაურება, რაც ბექჰემს ერგება 3 მილიონს შეადგენს. ძველი კონტრაქტის მიხედვით, ინგლისელი ფეხბურთელი ანაზღაურების სახით 5.5 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებდა.
თავისი კარიერის მანძილზე, ბექჰემმა არაერთხელ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი. ბექჰემმა ინგლისის ნაკრებში 115 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
კომენტარი