სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მძიმე დაბომბვა გრძელდება..." - რისთვის ემზადება რუსეთი?

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ძა­ლე­ბის მსხვერ­პლი, შე­საძ­ლოა, თავ­და­პირ­ვე­ლი ძა­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 55%-ს შე­ად­გენ­დეს. "მძი­მე და­ბომბვა გრძელ­დე­ბა, რად­გან რუ­სე­თი ცდი­ლობს, ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ოს სე­ვე­რო­დო­ნეც­კის ტე­რი­ტო­რია ჩრდი­ლო­ე­თით იზი­უ­მის და სამ­ხრე­თით პო­პას­ნა­ი­ას გავ­ლით. რუ­სე­თი დიდი ალ­ბა­თო­ბით ემ­ზა­დე­ბა დონ­ბას­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ზერ­ვო შე­ნა­ერ­თე­ბის გან­ლა­გე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის", -აღ­ნიშ­ნუ­ლია ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 25 მარ­ტის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებს, თუმ­ცა და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა", რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სუ­ლი და პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი დონ­ბას­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­კარ­გებს გა­ნიც­დი­ან. "მათ აღი­ა­რეს, რომ 16 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, 2 128 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­ი­ღუ­პა და 8 897 და­იჭ­რა. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის მსხვერ­პლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უდ­რის მისი თავ­და­პირ­ვე­ლი ძა­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 55%-ს, რაც ხაზს უს­ვამს უჩ­ვე­უ­ლო და­ნა­კარ­გებს, რა­საც რუ­სუ­ლი და პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი დონ­ბას­ში გა­ნიც­დი­ან,“- აცხა­დე­ბენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი „დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის“ ძა­ლე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ია­რა­ღი­თა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100