სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯერ არაფერი დასრულებულა. არ არის გამორიცხული, ვირუსის შემთხვევების ზრდა ვიხილოთ"

არ არის გამორიცხული, რომ ჯერ პიკი არ გადაგვივლია, ამიტომ ყველა რეკომენდაცია ისევ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ გერმანიაში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც შეზღუდვები შემცირდა და უცებ ვირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა. ამიტომ მოდუნება არ შეიძლება, ყოველთვის ყველა რეკომენდაცია უნდა გვახსოვდეს. ჯერ არაფერი დამთავრებულა, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ ინფიცრებულთა რიცხვი მაინც ხომ იმატებს, ამიტომ ეს იმის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ვირუსი დავამარცხეთ. არ არის გამორიცხული, რომ მისი უფრო გამოჩენა და შემთხვევების ზრდა ვიხილოთ“, - განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100