სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაზღვევა

დაზღვევა, ფორს მაჟორული, მოულოდნელი შემთხვევებისას გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან არიდების იდეალური საშუალებაა. ეს არის რისკების მართვის ერთგვარი სერვისი, რომელიც მომხმარებლის ზარალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

რისი დაზღვევაა შესაძლებელი?

გამომდინარე იქედან, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგებისაგან არავინ და არაფერია დაზღვეული, ეს მომსახურებაც ბევრ სფეროზე ვრცელდება. ასე მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ:

სიცოცხლის დაზღვევა - რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის უსაფრთხოებას, როდესაც მოულოდნელად ვკარგავთ შემოსავლის წყაროს.
საცხოვრებელი ფართის დაზღვევა- რომელიც იცავს თქვენს უძრავ ქონებას როგორც ქურდობისაგან, ისე სტიქიური მოვლენების ფატალური შედეგებისაგან
ჯანმრთელობის დაზღვევა - რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს
სამოგზაურო დაზღვევა - რომელიც აუცილებელია, რადგან დაცული იყოს როგორც თქვენი ბარგი, ისე თქვენი ჯანმრთელობა
ზემოთ აღნიშნული მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია დაზღვევის არსებული სახეობების, თუმცა ფინპანდა, გთავაზობთ მათგან შემდეგს:
ავტო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
მოდით, მოკლედ ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.


რა არის ავტო დაზღვევა და რას გვთავაზობს ის?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გყავთ ავტომობილი გეცოდინებათ მისი დაზღვევის აუცილებლობის შესახებ, რადგან ავტო დაზღვევის პოლისი გთავაზობთ თქვენი, ან თქვენს საკუთრებაში მყოფი ტრანსპორტის დაზღვევას ისეთი მოულოდნელობებისაგან, როგორებიცაა: ავარიები, ბოროტგანზრახული შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, საგნების ვარდნა, მინებისა და სარკეების დაზიანება. საქართველოში, ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრი ავტომფლობელი სარგებლობს ამ მომსახურებით, თუმცა მის მნიშვნელობაზე ცოტა თუ დავობს; შესაბამისად, მოთხოვნაც მასზე დღითიდღე იზრდება.
გაითვალისწინეთ, რომ მანქანის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვეო პრემიის მოცულობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: მძღოლის მართვის ისტორიაზე, რაც აღწერს ჰქონია თუ არა მას ავტოსაგზაო შემთხვევა ან ავარია, ავტომობილის სიმძლავრე და ასე შემდეგ.

რა არის სამოგზაურო დაზღვევა?

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ სამოგზაურო დაზღვევის ძირითად ასპექტებზე, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი მთავარი უპირატესობაა ის, რომ სამოგზაურო დაზღვევა გიცავთ საზღვარგარეთ, ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენით ან გაუარესებით წარმოქმნილი ხარჯებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი აქტუალურია და არც სიძვირით გამოირჩევა, ჯერჯერობით საქართველოში ბევრი ადამიანი არ სარგებლობს ამ შემოთავაზებით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამოგზაურო დაზღვევის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აპირებთ მოგზაურობას, რამდენად საფრთხის შემცველია თქვენთვის, ითვალისწინებს თუ არა თქვენი დასვენება ექსტრემალურ სპორტს ან გართობას და ა.შ.

რას გვთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევა?

ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებადი ასპექტია, რომლის გაუარესების ფინანსური რისკების თავიდან ასარიდებლადაც იდეალურია ჯანმრთელობის დაზღვევა. დღესდღეობით, საქართველოში მოსახლეობის ერთი მესამედი სარგებლობს ამ სერვისით. ამ ტიპის დაზღვევით თქვენ და ის პირი რომელსაც დააზღვევთ, დაცული ხართ უბედური შემთხვევებით გამოწვეული ხარჯებისგან.
მნიშვნელოვანია, რომ ძირითადად, სადაზღვეოები თანამშრომლობენ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასთან, რომელთა ნუსხაც მოცემულია სადაზღვეო პაკეტში. ამასთან, პროვაიდერ კლინიკებში მომსახურების შემთხვევაში იხდით მხოლოდ იმ პროცენტს, რომელსაც სადაზღვეო არ ფარავს, ხოლო არაპროვადიერში, თანხის სრულიად დაფარვა გიწევთ. შემდგომ, გამოითხოვთ ფორმა 100, კალკულაციასა და ჩეკს, რასაც წარადგენთ თქვენს სადაზღვეოში და თანხა აგინაზღაურდებათ. ასეთ ვითარებაში, თქვენი სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს სრული თანხის იმდენ პროცენტს, რამდენიც განსაზღვრულია თქვენი ინდივიდუალური პაკეტით, კონკრეტულ შემთხვევაში.

რას მივაქციოთ ყურადღება დაზღვევის გაფორმებამდე?

ხელშეკრულების გაფორმებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ყველა პუნქტი და კონკრეტულად ის მომსახურებები და სერვისები, რასაც თქვენი სადაზღვეო გთავაზობთ. პაკეტი აირჩიეთ საჭიროებების და თქვენთვის აქტუალურობის შესაბამისად.

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაეცანით Finpanda -ზე არსებულ ინფორმაციას, რათა ზუსტად იცოდეთ რომელი დაზღვევაა თქვენი შესაფერისი. ამასთან, კარგად დააკვირდით კონტრაქტის ხარჯებს ან ნებისმიერ დამატებით საფაურს, რომელიც შესაძლოა ხელშეკრულებაში იყოს გაწერილი, სადაზღვეო პაკეტის საფასურის გარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100