ყვითელი ქლიავის მურაბა
მასალა:
ყვითელი ქლიავი - 1 კილოგრამი
შაქარი - 1 კილოგრამი
წყალი - ¾ ჩაის ჭიქა
ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდა იყოს) გავრეცხოთ, ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ წვრილი ჩხირით და ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში; ცალკე ჭურჭელში მოვხარშოთ სიროფი შაქრითა და წყლით; ცხელი, მოხარშული სიროფი დავასხათ ქვაბში მოთავსებულ ქლიავს და მეორე დღემდე გავაჩეროთ. მეორე დღეს ქლიავი ამოვალაგოთ; სიროფი დავდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ; მერე შიგ ისევ ქლიავი მოვათავსოთ და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.
კომენტარი