გელა დაიაურის წერილი თეონა ქუმსიაშვილს.....
ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზაზე მომავალი მანქანა, რომლითაც 10 ადამიანი მგზავრობდა, ადიდებულ მდინარეში გადავარდა, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო გელა დაიაურის ცოლი თეონა ქუმსიაშვილი, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.თეონას საოცრად კარგი ხმა ჰქონდა და ხევსურულ სიმრერებს მღეროდა. მის ხსოვნას, სიმღერებსა და სიყვარულს მეუღლე გელა დაიაური დღემდე ინახავს.სწორედ გარდაცვლილი მეუღლისადმი დაწერილ წერილს გთავაზობთ დრონი.ჯი
გელა დაიაურის წერილი თეონა ქუმსიაშვილს.....
“არ
შემიძლია, არ გითხრა, რომ
იმაზე მეტად მიყვარხარ,
ვიდრე მიყვარდი, (ან
მე მგონია ასე). ყოველ
უშენოდ გატარებულ დგეს
ტკივილი და სევდა ჰქვია,
კუნწო, თითქოს მივეჩვიე
ტკივილსაც, მწუხარებასაც, სევდასაც,
მაგრამ უშენობას ვერა.
ვიცი, რომ სადღაც მელოდები,
ვიცი, რომ შენი ლოცვის
ძალა შენთან მომიყვანს.
ეს გარდაუვალია, იმიტომ
რომ ძალიან მიყვარხარ
და თუ ვერ ვლოცულობ
ბევრს შენთვის, ვიცი, ამ სიყვარულს უფალი ლოცვად მიიღებს,(მე ესე მწამს). გილოცავ დაბადებიდან 30-ე წელს,( ვიცი , გაგიხარდებოდა, ამას ღიმილით რომ ვწერდე, მაგრამ სულის ტკივილით გწერ და მაპატიე), უფალი და ღვთისმშობელი მარიამი გფარავდეს. მინდა შენთან, მიდა, მინდა, მინდააააააა!!!!! მაპატიე, თუ გამძიმებ ჩემი მწუხარებით. მიყვარხარ“!!!!
კომენტარი