სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Rolls-Royce-ის და BMW-ს მინი-ბრენდებმა მოგება გააოთხმაგეს

BBC

BMW 2011 წელს, სატრანსპორტო საშუალებების უპრეცედენტო რაოდენობის გაყიდვას და რეკორდული მოგების, 3,23 მილიარდი ევროს მიღებას გეგმავს. კომპანიის I კვარტლის შემოსავალი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში ამ ბრენდის ავტომობილებზე მზარდმა მოთხოვნამ გააოთხმაგა.

Rolls-Royce –ის ბრენდებისა და მინი-ბრენდების მფლობელმა, მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ მანქანების რეკორდული რაოდენობა გაყიდა და მისმა სუფთა მოგებამ 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა. BMW –ს პრეზიდენტის, ნორბერტ რაიტოფერის თქმით, წლის ბოლომდე კომპანია 1,5 მილიონ პრემიუმ-ბრენდს, “როლს-როისს” და მის მინი-ბრენდებს გაყიდის. ეს ავტომანქანები ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ევროპაში მათზე მოთხოვნამ 13%-ს გადააჭარბა.

მაგრამ, კომპანია სიფრთხილეს მაინც იჩენს და აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის, ასევე, იაპონიის მიწისძვრის შედეგებისა და არამყარი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, წინასწარი პროგნოზების გაკეთება რეკომენდებული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100