სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროში დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად სასწრაფო დახმარების სამსახურს 14-მა ადამიანმა მიმართა. მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარი შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელიც დაშავდა. ამის შესახებ "დრონი.ჯი"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, ჩამონგრეული ჭერის ფართობი 300 კვადრატული მეტრია.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.

ვარკეთილის მეტროში ჭერი, რომელიც ჩამოიშალა, ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100