სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში პირველი საქველმოქმედო საკომისიო მაღაზიის გახსნას გეგმავს.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მიმართავს მერიას თხოვნით, გამოყოს შენობა/ფართი, საქართველოში პირველი საქველმოქმედო საკომისიო მაღაზიის გასახსნელად.

ამ მაღაზიაში თბილისელები შეძლებენ ჩააბარონ მათთვის გამოუსადეგარი ნივთები: ტექნიკა, წიგნები, სათამაშოები, ნახატები ან ხელნაკეთი სუვენირები, ხოლო მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა მიმართული იქნება გაჭირვებული და მძიმე ავადმყოფი ადამიანებისთვის საკვების და წამლების შესაძენად.

ასეთი მაღაზიები მრავლადაა ევროპაში, და თბილისშიც, როგორც ნამდვილ ევროპულ დედაქალაქში აუცილებელია, რომ იყოს საქველმოქმედო საკომისიო მაღაზია.

„სოციალური პარტნიორობა“ იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქის მერია ამ მიზნისთვის გამოყოფს სათანადო ფართს.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლიდან მუშაობს. ფონდის ძირითადი მიმართულებებია: მარტოხელა, საწოლსმიჯაჭვული ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლო დახმარების აღმოჩენა; მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე და მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვა. ფონდის ოპერირების ქვეშ არის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და ბავშვთა პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება 700 ადამიანი, მათ შორის 90 ბავშვი.

ფონდის ოფიციალური ვებ–გვერდი: https://fsp.ge/.

ფეისბუკის გვერდი: https://www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100