მამაკაცი, რომელიც გუშინ მეტროსადგურ "სამგორის" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. ის მეტროსადგურ "სამგორიდან" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების ცნობით, მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, გუშინ მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი