სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ნიშნავს გვირგვინთა დადგმის რიტუალი, რომელიც ჯვრისწერის აღსრულებისას ხდება?

რას ნიშნავს გვირგვინთა დადგმის რიტუალი, რომელიც ჯვრისწერის აღსრულებისას ხდება?

ერთადერთი საიდუმლოება, რომელიც ადამიანმა ღვთისაგან განშორებისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ შემოინახა, ქორწინების საიდუმლოა. ქრისტიანული გამოცდილების გარეშეც ქორწინება საიდუმლოს იმ აზრითაც წამოადგენს, რომ ამ დროს ქალსა და მამაკაცს შორის ხდება იმ ერთობისა და სიხარულის აღდგენა,რაზედაც საუბარია შესაქმის წიგნში. გვირგვინთა დადგმა, რომელიც ჯვრისწერის აღსრულებისას ხდება, სიძესა და რძალს ახალ თემად, ახალ ერთობად წარმოაჩენს ქრისტეში. ქმარია ამ თემის მეთაური, თავი, – როგორც ქრისტეა ეკლესიის თავი, ეს მეთაურობა ძალაუფლება კი არ არის ცოლზე და ოჯახზე, არამედ ღმრთისგან მოცემული პასუხისმგებლობაა. ქმრის მეთაურობა არის მისი მსხვერპლგაღებითი მსახურება სიყვარულისადმი. იგი უნდა ასაზრდოებდეს და დაჰფუფუნებდეს თავის ცოლსა და ოჯახს,“ვითარცა ქრისტე ეკლესიას. როგორც სიცოცხლის მატარებელი შვილთა ჩასახვაში, ცოლი უშუალდ ზრუნავს სიცოცხლესა და მის ხარისხზე, სწორედ იგია ის, ვინც შინაარს ანიჭებს თავისი ქმრისა და თავისი ოჯახის ცხოვრებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100