სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს დამოუკიდებლობის სურვილი გაიზრდება. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, თავშეკავებული თუ არ იქნებით, თქვენი სიტყვები და ქმედებები კონფლიქტის მიზეზი გახდება. გამონახეთ ისეთი გზა, რომელიც მხოლოდ თქვენს კი არა, სხვების სურვილებსაც დააკმაყოფილებს.

კურო – ცუდი დღეა გადაწყვეტილებების მიღებისათვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სათადარიგო გეგმა მზად გქონდეთ. ნათესავებისა და მეგორბებისგან ემოციურ მხარდაჭერას მიიღებთ.

ტყუპები – წარუმატებლობა გელოდებათ ფინანსურ გარიგებებში. თქვენს მატერიალურ მდგომარეობას მარცხი ელოდება. ნუ დაეყრდნობით მეგობრებს და თავი აარიდეთ ფულთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში ინტუიცია დაგეხმარებათ.

კირჩხიბი – დღეს თქვენი ქმედებები ლოგიკური ანალიზს მოკლებული იქნება. ასევე, ნაკლებად პროგნოზირებადი მოვლენები გელოდებათ წინ. რადიკალურად შეცვლით გეგმებს. ემოციური მოქნილობა და ინტუიცია თქვენი კოზირი იქნება.

ლომი – სტრესის ალბათობა სამსახურსა და ოჯახში იზრდება. დამატებით ფსიქოლოგიურ დისკომფორტს პირადი გამოცდილება შეგიქმნით. თუ ინტუიციურად საფრთხეს გრძნობთ, შინაგან ხმას მოუსმინეთ.

ქალწული – დღეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონლფიქტია მოსალოდნელი. ასევე, გამორიცხული არ არის, გაუთვალისწინებელი გართულებები გეგმის განხორციელებისას, მცირე გაუგებრობამ, შესაძლოა, საქმე გაგიფუჭოთ. გადაწყვეტილებების მიღებამდე რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.

სასწორი – შეიძლება ცვლილებებს არ გეგმავთ, მაგრამ ისინი დღეს გარდაუვალი იქნება. შეაფასეთ სიტუაცია და მიიღეთ ყველა შესაძლო ზომა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ოჯახში, ან კარეიერაში მოვლენები მკვეთრად შეიცვლება.

მორიელი – დღეს მოულოდნელი თავგადასავლები გელოდებათ. გარშემომყოფების საქციელი თქვენს გაოცებას გამოიწვევს. დასახული მიზნიდან ნუ გადაუხვევთ. ახალ ნაცნობებთან და გარემოსთან შეგუება გაგიჭირდებათ. წარმატებას ინტუიციის წყალობით მიაღწევთ.

მშვილდოსანი – დღეს თქვენი აქილევსის ქუსლი ზედმეტი ემოციურობა და მგრძნობელობა იქნება. არასაკმარისი ფიზიკური ძალა და ემოციური არასტაბილურობა თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.

თხის რქა – გამოიჩინეთ სიფრთხილე და შეინარჩუნეთ თქვენი პოზიცია. თუ მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე იქნებით ორიენტირებული, ერთგული თანამოაზრე თქვენი მტერი გახდება, რაც თქვენი რეპუტაციის განადგურებას გამოიწვევს.

მერწყული –მშვიდ დღეს ნუ დაელოდებით. შესაძლოა ახლობლების მოულოდნელი კრიზისის თვითმხილველი გახდეთ. დღეს დაავადებების, ტრავმისა და სტრესის რისკი გაიზრდება. ყურადღება მიაქციეთ მედიკამენტებს.

თევზები – დღეს ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით. თუ მცირეწლოვანი შვილები გყავთ, ყურადღება მიაქციეთ მათ ჯანმრთელობას. შემოქმედებით სფეროში მოულოდნელი წარმატება გელოდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100