სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პამელა ანდერსონის რეკლამა „გამოკვეთილი სექსუალური მოტივის“ გამო შეაჩერეს (ვიდეო)

აშშ–ში ლამის იყო, სკანდალი გამოიწვია პამელა ანდერსონის მონაწილეობით შექმნილმა სარეკლამო რგოლმა, რომელიც აშშ–ის იმ აეროპორტებში უნდა დატრიალებულიყო, რომელიც CNN-ის სარეტრანსლიაციო ქსელში შედის.

არადა, სარეკლამო რგოლის შინაარსი საკმაოდ მარტვია: მებაჟის ფორმაში, საკმაოდ სექსუალურად ჩაცმული და პოლიციელის რეზინის ხელჯოხით (თუმცა, ეს ხელჯოხი სექსუალურ სატამაშოს უფრო ჰგავს) შეიარაღებული პამელა აშიშვლებს ყველას, რათა შეამოწმოს, ხომ არ აცვია მას რომელიმე ცხოველის ტყავისგან დამზადებული ტანსაცმელი ან ხომ არა აქვს ასეთივე აქსესუარი. ვისაც აქვს – თვითმფრინავისკენ გზას ვეღარ აგრძელებს. „სისასტიკე ვერ გაფრინდება“ – ასეთია სარეკლამო სლოგანი.

ბმული ვიდეოზე

სპეციალურმა კომისიამ ჩათვალა, რომ რეკლამა პამელა ანდერსონის მონაწილეობით „აშკარად გამოკვეთილ სექსუალურ მოტივებს“ შეიცავს და რადგან აეროპორტებში ბავშვებიც ხშირად გადაადგილდებიან, მისი რეტრანსლიაცია დაუშვებლად მიიჩნია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100