სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცხვირი დამილაიქე, რააა“ ანუ „ფეისბუქის“ გამოყენება ქართულად

„ფეისბუქი“ რომ ნაირნაირი იდეების წყაროა, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ამასთან, ზოგიერთ ორგანიზაციას თუ დაწესებულებას სოციალური ქსელის ერთ-ერთმა ფუნქციამ - „მოწონებამ“ ანუ Like-მა ახალი კონკურსი შთააგონა. ასე მაგალითად, „ჯანმრთელობის ცენტრის“ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკამ გრანდიოზული კონკურსი წამოიწყო:

დაახლოებით ერთი კვირის წინ გახსნილად გამოცხადდა კონკურსი, რომელიც მომხმარებლის სახისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალურ, საკონკურსო გვერდზე განთავსებას უკავშირდება.

ვინც გადაღებული ფოტოთი ყველაზე თვალნათლივ დაამტკიცებს, რომ სწორედ მისი ცხვირი საჭიროებს რეკონსტრუქციულ ქირურგიას, დანარჩენებმა უნდა „დაალაიქონ“. სწორედ იმ ფოტოზე გამოსახული პიროვნება გახდება კონკურსის გამარჯვებული (პირდაპირ რომ ვთქვათ), ვისი ცხვირიც ყველაზე მეტ „ლაიქს“ დააგროვებს. სწორედ მას ჩაუტარდება ცხვირის უფასო რინოპლასტიკა. მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფოტოებს ჟიურტი გამოავლენს - სპეციალისტები ფოტოებს გადახედავენ და გაარკვევენ, რომელი ფოტოს ავტორს მიაქციონ ყურადღება. ასე რომ, თუ სრულიად უცნობი ან ნაცნობი ადამიანისგან ინბოქსში მიიღეთ ფოტო თხოვნით: „დაალაიქეთ“ ჩემი ცხვირი“ - მაინცდამაინც გაკვირვებულიც ნუ დარჩებით - ეს „ფეისბუქის“ საკონკურსოდ გამოყენების ქართული ვარიანტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100