სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაგებში მეწყერი ჩამოწვა - სპეციალისტები სტიქიის განმეორების თავიდან აცილებაზე საუბრობენ

ცოტა ხნის წინ ბაგებში მეწყერი, ირაკლი უჩანეშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ ნახევრად ჩაკეტა მდინარის კალაპოტი, რომელიც ვერეს ხეობაში ჩაედინება.

სპეციალისტები საუბრობენ, რომ სტიქიის განმეორების საფრთხე კვლავ იქნება, თუკი მეწყერი აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ ჩამოწვება და მდინარის კალაპოტი სრულად ჩაიკეტება.

შემთხვევის ადგილზე ვაკის გამგებელი სპეციალისტებთან იმყოფებოდა, ადგილზე ელოდებიან კიდევ რამდენიმე სპეციალისტს, რომლებიც ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.

ამ დროისთვის უცნობია, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა. სპეციალისტები 2 ვარიანტს განიხილავენ, ერთი მთის მასის გარკვეული ნაწილის აფეთქებას ითვალისწინებს, რაც როგორც აღნიშნავენ, იმ მიწის მასას ჩამოიტანს, ხეობაში რომლის ჩამოწოლის საფრთხეც უკვე არსებობს. მეორე ვარიანტით ჩამოწოლილ მეწყერს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით გაწმენდენ.

გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სპეციალისტები ვითარებას ბოლომდე შეისწავლიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100