სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორგია 22 წლისაა! რას სთავაზობს საქართველოში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საიუბილეოდ მომხმარებელს

„გორგია“ 1998 წელს, ბათუმში დაარსდა, დღეს უკვე საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელს წარმოადგენს და უკვე 22 წელია ლიდერია სამშენებლო-სარემონტო სფეროში. დღეს უკვე „გორგიას“ ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. ესენია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და მარნეული.

ქსელის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის ყველაზე დაბალ ფასად შეთავაზებაა. დღეისათვის „გორგია“ თანამშრომლობს მსოფლიოში 600-მდე პარტნიორთან და 300-ზე მეტ სამშენებლო-სარემონტო მწარმოებელ ცნობილი ბრენდთან. დასაქმებულია 1600-მდე ადამიანი.

ქსელში წარმოდგენილია 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი 18 სხვადასხვა კატეგორიაში. „გორგიაში“ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნებისმიერი ნივთი მშენებლობის, რემონტისა და სახლისათვის.

საიუბილეოდ, „გორგია“ მომხმარებელს მხოლოდ სამი დღით, 17, 18 და 19 ივლისს, უპრეცედენტო ფასდაკლებებს სთავაზობს თითქმის ყველა კატეგორიაში:

· ლამინატის კატეგორიაში - 40%-მდე ფასდაკლება;

· კარის სექციაში - 70%-მდე ფასდაკლება;

· სამშენებლო მასალებზე - 60%-მდე ფასდაკლება;

· ტექნიკაზე - 30%-მდე ფასდაკლება;

· ფილებზე- 30%-მდე ფასდაკლება;

· აბაზანის სექციაში - 40%-მდე ფასდაკლება;

· ავეჯზე - 30%-მდე ფასდაკლება;

· ხელსაწყოებზე - 40%-მდე ფასდაკლება;

· ბაღის სექციაში - 40%-მდე ფასდაკლება;

· მცენარეებზე - 35%-მდე ფასდაკლება;

· გარე ავეჯზე - 20%-იანი ფასდაკლება;

ასევე საუკეთესო ფასებია გათბობა/გაგრილების სექციაშიც:

· 24 კილოვატიანი თურქული წარმოების ცეტრალური გათბობის ქვაბის ფასი საიუბილეო დღეებში 1199 ლარი იქნება;

· შავი ფერის კონდიციონერის ფასი მხოლოდ 599 ლარი იქნება.

· ვენტილატორების შეძენას კი 28 ლარად შეძლებთ.

ჰიპერმარკეტი მომხმარებელს დისტანციურ მომსახურებასაც სთავაზობს. www.gorgia.ge-ზე შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი. საიტზე შესაძლებელია ონლაინ განვადებაც.

საიუბილეო ფასდაკლებები ყველა ფილიალში, მხოლოდ 17, 18 და 19 ივლისს იმოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100