რუსთავში ბებიასა და შვილიშვილს ავტომანქანა დაეჯახათ, მძღოლი ადგილიდან მიიმალა
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბებია და შვილიშვილი დაშავდნენ.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეები ფეხით გზას კვეთდნენ, რა დროსაც მერსედესის მარკის ავტომობილმა გზა გადაუჭრა და შეეჯახა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქალბატონი კლინიკა რუსთავში, ბავშვი კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი