სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პირველად დგება ახალი წელი, როცა მე და მამა მარტოები ვართ" - მიკი ჯეჯელავას ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედაზე

"პირველად დგება ახალი წელი, როცა მე და მამა მარტოები ვართ. ისეთი უცნაური შეგრძნებაა, სახელს ვერ ვარქმევ. სენტიმენტების შემოტევას თითქმის ყოველთვის ვუმკლავდები, მაგრამ ზოგჯერ ისეთი სუსტი ვარ, არ გამომდის...
ნაძვის ხე დავდგი სახლში... ოღონდ ადრე თუ დედა იყო ინიციატორი, ახლა მამაჩემმა აიჩემა - ნაძვის ხეს როდის დადგამ, როდის დადგამო.. არადა არასდროს წამოცდენია მსგავსი რამ... ისე მენატრება, ისე მენატრება, მეტი რომ არ შეიძლება... ჩაეხუტეთ დედებს... ისე ჩაეხუტეთ, რომ გაჭყლიტოთ... ჩემს მაგივრადაც", - წერს მირიან ჯეჯელავა დედაზე. შეგახსენებთ, რომ ტელე და რადიო წამყვანს დედა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100