შვიდი და ათი წლის ძმები ფანჯრიდან გადმოხტნენ - ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ
მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრიდან ორი ბავშვი გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
ინციდენტის დროს სახლში მათი დედა და ბებია იმყოფებოდნენ .
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით გარდაცლილები შვიდი და ათი წლის ძმები არიან.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ბავშვები უკვე გარდაცვლილი დახვდა.
რუსეთის მეხუთე არხის ცნობით, ბავშვები პარკურით იყვნენ გატაცებულნი და მათ შოუში მონაწილეობა უნდოდათ. სწორედ ამიტომ ხტომასა და ცეკვაში ვარჯიშობდნენ. სამწუხაროდ მათი ეს მცდელობა ტრაგედიით დასრულდა.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი