სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 სამოსი, რომელიც მამაკაცს ქალის ტანზე არ მოსწონს

თითოეული ჩევენგანი დიდი ენთუზიაზმით ხვდება მოდის ახალ ტენდეციებს. თუმცა წესები რომელსაც მოდის სამყარო გვკარნახობს თურმე მამაკაცებს არ ხიბლავს. ზოგიერთი აუცილებელი ატრიბუტი ქალის გარდერობიდან ძლიერი სქესის გაღიზიანებასაც კი იწვევს. ერთ - ერთი მოდური ჟურნალი ELLE შეეცადა გაერკვია კონკრეტულად რომელი სამოსია მამაკაცებისთვის ყველაზე არასექსუალური.

თითქმის ერთხმად თანხმდებიან კაცები ე.წ ალადინის სტილის შარვლების შესახებ. მათთვის ყველაზე უგემოვნო და ამავდროულად ყველაზე არასექსუალურ შტრიხად ამ სტილის შარვლები სიის სათავეში მოექცა.

ქალებისთვის მეტად კომფორთული სანდლები (ძველბერძნულ სტილში) კიდევ ერთი გამაღიზიანებელი მამაკაცისთვის. ეს ფეხსაცმელი მათი აზრით ყველაზე სექსუალურ ფეხებსაც კი არასასურველად აქცევს. ასე რომ ქალებო მგონი კომფორტის დათმობა ჯობია საპირისპირო სქესში სიმპატიის დაკარგვას.

საყოველთაოდ გავრცელებული, თითქმის ყველა მანდილოსნის საყვარელი, კომფორტული და აუცილებელი ატრიბუტი გარდერობში UGG ჩვენი არასასურველი სისს მესამე ადგილს ამაგრებს. ავსტრალიელების ეს კომფორტული შემოთავაზება ყველა მანდილოსანმა სიხარულით აიტაცა თუმცა მამაკაცებისთვის ეს აქსესუარი მოუვლელობის და არასექსუალურობის პიკია.

გასული წლის ყველაზე ტენდენციური საზაფხულო საკუთარი ხელით გადაჭრილი მახსიმალურად მოკლე ჟინსის შორტი მამაკაცებმა დაგმეს. მათი აზრით ამ ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მხოლოდ იდეალური სხეულის მანდილოსნებს აქვთ. დანარჩენ შემთხვევაში კი უბრალოდ ნაკლი გამოაქვს სააშკარაოზე და ძალიან არაესტეთიურია .

მეხუთე და ბოლო აქსესუარი დიდი ხელჩანთა. დაბალი ტანის თუნდაც ძალიან სექსუალური გარეგნობის ქალი, ტომრის სტილის ჩანთით კიდევ უფრო გამაღიზიანებელია - ვიდრე სექსუალურობას საერთოდ მოკლებული გემოვნებიანი მინი ხელჩანთის მოყვარული. ასე რომ კარგად დაფიქრდით ჩანთის არჩევისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100