საქართველოს ბანკი რეგიონში Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს
თბილისი, 23 სექტემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, Express სერვისცენტრების ქსელი რეგიონში კიდევ უფრო გააფართოვა და დღეს ბათუმში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი ლერომნტოვის ქუჩაზე 108 ნომერში მდებარეობს.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, ახალ უკვე ბათუმის და არამარტო, მოსახლეობა, შეძლებს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox–ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ–კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 40 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.
დამატებითი ინფორმაცია Express–ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge
კომენტარი