სერგეი ლავროვი გაოგნებული და შეშფოთებულია
"მოსკოვი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველო მოიხსენიება, როგორც ნატოს პოტენციური წევრი", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე.
„ამჟამად თავიანთ დოკუმენტებში ნატოს პარტნიორები საქართველოს ე.წ. ასპირანტ ქვეყნად მოიხსენიებენ. ეს ჩვენში გაოცებას და, სიმართლე გითხრათ, შეშფოთებას იწვევს, რადგან საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი 2008 წლის ომის შემდეგ, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა პრესკონფერენციაზე.
ლავროვმა დაამატა: „როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ მიაღწია სამხედრო ტვირთების მიწოდების სრულ აღდგენას, რაც საჭიროა ნატო-ში გაწვრიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ინტერპრეტაციაა და, მე როგორც მივხვდი, მას უყვარს ინტერპრეტაციები, ეს ყველაფერი მაინც იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან ჩვენ არ გვინდა მორიგი დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში, ამ ადამიანის მორიგი ავანტურის გამო“.
კომენტარი