სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან, კიდევ რამდენ ხანს აპირებს მსოფლიო თანამონაწილეობას? - ვოლოდიმირ ზელენსკი

მარიუპოლში სამშობიარო სახლსა და ბავშვთა ჰოსპიტალზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.

ზელენსკი მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დახურონ ცა უკრაინის თავზე.

„მარიუპოლი. რუსული შეიარაღებული ძალების პირდაპირი თავდასხმა სამშობიაროზე. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის. ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. ეს სისასტიკეა! კიდევ რამდენ ხანს აპირებს მსოფლიო თანამონაწილეობას, ტერორის იგნორირებას? დახურეთ ცა დაუყოვნებლივ! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100