"აქ სიცოცხლის გაცვლაზეა ნარდი და მოდაში ერთმანეთის მტრობა"
რეზი ქინქლაძის ლექსი "თბილი"სი - ცივი-სი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას მიუძღვნა პოეტმა.
ამ ქალაქში აღარ არის სითბო
ჩვენი მზეც კი ვეღარ ათბობს გულებს,
დავივიწყეთ მარტივად რაც იყო
ტყვიებივით ვისვრით ძვირფას წუთებს.
აღარ არის ამ ქალაქში ნდობა
ვინ მეფეა ვინ მასხარა კარის,
დავივიწყეთ სიყრმის თურმე ძმობა
დაგვიკარგავს სიყვარული ქალის.
აღარ არის ამ ქალაქში დილა
არ დაიწყოს სიბოროტით სავსე,
ყოველ ღამეს აქ ჯობია წინა
რადგან იცი ვიღაც უნდა გასცე.
ამ ქალაქში იყიდება დარდი
კაპიკებში სულ სხვადასხვა გრძნობა,
აქ სიცოცხლის გაცვლაზეა ნარდი
და მოდაში ერთმანეთის მტრობა.
აღარ არის ამ ქალაქში აღზრდა
აქ არავის ეკითხება ჭკუა,
მთავარია საჭმელი და გაზრდა
და რა მოხდა უგუნური თუა.
აღარ არის ამ ქალაქში სითბო
ამ ქალაქში ყველა "ბრმა" და "ყრუა"...
რ.ქ
კომენტარი