სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაილი საირუსის ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი მაილი საირუსი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა საყვარელ მამაკაცზე, მსახიობ ლიამ ჰემსვორტზე, 2019 წლის გრემის დაჯილდოებაზე მაინც მარტო გამოცხადდა.


საირუსი ასევე მარტო მივიდა ფილმის პრემიერქაზე, რომელშიც მთავარ როლს მისი მეუღლე თამაშობდა. ჟურნალისტები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა წყვილს შორის და რატომ ჩნდებოდა მომღერალი საზოგადოებაში კავალერის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი ლიამის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა - მსახიობს თირკმელში კენჭები აღმოაჩნდა და საჭირო გახდა ცოტა ხნით მისი ჰოსპიტალიზირება. ამის შესახებ თავად საირუსმა დაწერა სოციალურ ქსელში:

"მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი მეუღლითა და მისი ახალი ფილმით. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მან ვერ მოახერხა პრემიერაზე დასწრება, თუმცა მალე ძალებს აღიდგენს და დაუბრუნდება ჩვეულ რითმს. ნებისმიერი მსახიობისთვის რთულია პრემიერის წინ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ჯანმრთელობისთვის, მე კი მოხარული ვარ, რომ პრემიერაზე მისი წარმომადგენელი ვიყავი" - წერს მომღერალი ინსტაგრამზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100