სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომან ფიფია სტიქიით დაზარალებულებს ბინებს უყიდის

ბიზნესმენი რომან ფიფია თბილისში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ბინებს შეუძენს.

"დღეს გლოვის დღეა საქართველოში! მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება დაგვაძლევინებს ამ სირთულეებს. ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
ჩვენ მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ, რამოდენიმე ოჯახს შევუძინოთ საცხოვრებელი ფართი, ხოლო წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიოთ დახმარება", - აცხადებს ბიზნესმენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100