დაპირისპირება ქირურგიის ცენტრში - ეგვიპტის მოქალაქემ მამის სხეულზე მატლები აღმოაჩინა
თავდასხმა ეგვიპტის მოქალაქეზე - ინციდენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოხდა, სადაც ვაგდია ელკორაეის ადვოკატის ინფორმაციით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა დაცვის თანამშრომლებმა მიაყენეს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგვიპტის მოქალაქემ მამის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა და საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.
ვაგდია ელკორაეის მამა ქირურგიის ცენტრში მკურნალობს, თუმცა დაზარალებულის განცხადებით, მას ექიმები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
ადვოკატ თამარ მჭედლიშვილის განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომლები მას ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ეგვიპტის მოქალაქეს დაზიანებებიც აღენიშნება.
ადვოკატის თქმით, გამოკითხვის დროს მისი დაცვის ქვეშ მტკიცებულება თან ჰქონდა, თუმცა სამართალდამცველებს ის არ ამოუღიათ.
„დაგვიკავშირდა ეგვიპტის მოქალაქე, რომელმაც აღნიშნა, რომ მამამის არ აქცევდნენ ყურადღებას და მის სხეულზე აღმოაჩინეს თეთრი მატლები. გამოჰქონდა ბინტები და ეს მასალა საავადმყოფოდან, რათა ეჩივლა შემდეგ. ამის შესახებ პრეტენზიები მან 18 თებერვალსაც დააფიქსირა. არ აღმოიფხვრა ეს პრობლემა. გუშინ რომ მივიდა, კვლავ იგივე მდგომარეობა დახვდა. ცდილობდა, რომ გამოეტანა ეს მტკიცებულებები და შესაბამისი ორგანოებისთვის მიემართა. ინციდენტი მოხდა ნახვის საათების დასრულებისას. მოუწოდებდნენ, რომ რეანიმაციის განყოფილება დაეტოვებინა, თუმცა მან ვერ და არ დატოვა რეანიმაციის განყოფილება იმიტომ, რომ მამამისი იმყოფებოდა მძიმე პირობებში,“ განაცხადა ადვოკატმა, თამარ მჭედლიშვილმა.
წყარო: რუსთავი2
კომენტარი