როგორ აპირებს მთავრობა ქართული ღვინის დღის აღნიშვნას?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წლის 4 ოქტომბერს პირველად აღინიშნება „ქართული ღვინის დღე“.
მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად 4 ოქტომბერს კახეთს ეწვევა და საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
“ქართული ღვინის დღის” ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ალავერდის სამონასტრო კომპლექსში. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება საზეიმო დოღს, სიტყვით მიმართავს ალავერდის კომპლექსში შეკრებილ მოსახლეობას.
მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ყვარლის რაიონში „მეღვინეობა ხარებას“ რთველშიც მიიღებს მონაწილეობას. რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად “ყვარლის გვირაბებს” ეწვევა და დაათვალიერებს.
კომენტარი