ფოლკსვაგენი ოქროს საჭე 2013-ზე
გრძელდება კონკურსი “ოქროს საჭე 2013”, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს. საავტომობილო ოსკარად წოდებულ კონკურსს ჟურნალი “აუტო ბილდ საქართველო” კომპანია “ვისოლის” მხარდაჭერით ახორციელებს.
ამჯერად, კონკურსს “ოქროს საჭე 2013”-ის ფარგლებში, “ფოლკსვაგენის” მხარდასაჭერი ღონისძიება ტარდება.
შაბათს, 30 ნოემბერს, 14.00 საათზე, “ვარდების მოედნის” გარკვეული ნაწილი ჯებირებით შემოიღობება, ავტომოყვარულები კი მეტად საინტერესო და სახალისო სანახაობას იხილავენ. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საავტომობილო შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიც ცნობილ სახეებს Volkswagen CC–თი სხვადასხვა ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ამასთან, ნებისმიერს ექნება საშუალება დაათვალიეროს უახლესი მოდელები: Jetta, Tiguan, Amarok, და ადგილზე მიიღოს მონაწილეობა კონკურს “ოქროს საჭე 2013”-ში და აირჩიოს მისთვის სასურველი მოდელები.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა „პალიტრა მედიას“ რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე „ვისოლის“ ვებ გვერდისა და facebook პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს. დამატებით, “ოქროს საჭე 2013“-ის კონკურსის ფარგლებში, ყოველ შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას ჩაერთოს წლის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენის პროცესში და აირჩიოს მისთვის საუკეთესო ბრენდი.
ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში ჩართულნი არიან საავტომობილო დილერები, სხვადასხვა ავტო ბრენდის ფან კლუბები და სხვა გულშემატკივრები.
კომენტარი