სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ყველაზე სიმპათიური ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატიდან

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სიმპათიურ და მომხიბვლელ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპოინატიდან.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი. ის 1984 წლის 9 ივნისს სპორტსმენის ოჯახში დაიბადა. ვესლის მამა და ძმაც ფეხბურთელები იყვნენ.  მან ნამდვილად შეძლო ქალბატონების მოხიბვლა და ათეულშიც მოხვდა.

ალბათ არავის გაუკვირდება ამ ათეულში კრიშტიანუ რონალდუს მოხვედრა. პორტუგალიელი ფეხბურთელი 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა. კრიშტიანუ 185 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 83 კილოგრამს იწონის. სპორტსმენი ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად ითვლება. მისი მომხიბვლელობა როგორც ჩანს არც პლანეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ლამაზმანს ირინა შეიკს არ გამოპარვია. წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს ხვდება.

ჯეიმს როდრიგესი. 22 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი იმის გარდა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენად ითვლება, იგი სიმპათიურ მამაკაცადაც აღიარეს.

ფერნანდო გაგო. ის 1986 წლის 10 აპრილს არგენტინაში დაიბადა. გაგო 178 სანტიმეტრი და 73 კილოგრამია.

ჰარის მედუნიან მარიოს სტადიონზე პირველი გამოჩენის შემდეგ ქალბატონები ნამდვილად გააგიჟა. ფეხბურთელი ბოსნია და ჰერცეგოვინადან არის. 29 წლის სპორტსმენიეროვნული ნაკრების გარდა თურქულ კლუბშიც თამაშობს.

ათეულში ღირსეული ადგილი დაიკავა იტალიელმა კლაუდიო მარკიზიომ. 28 წლის ფეხბურთელი 179 სანტიმეტრია და 79 კილოგრამს იწონის. მომხიბვლელ ფეხბურთელად აღიარეს შვეიცარიელი გიოკჰან ინლერიც. 29 წლის სპორტსმენი183 სანტიმეტრია და 79 კილოგრამს იწონის. ათეულშია 27 წლის ადამ ლარსენ კვარასი. წარმოშობით ნორვეგიელი ფეხბურთელიგანას ნაკრებში თამაშობს. ალექსის სანჩესი ჩილელი ფეხბურთელია. იგი ამჟამად ბარსელონაში თამაშობს. 25 წლის სანჩესი 168 სანტიმეტრი და 62 კილოგრამია. ათეულში მოხვდა ბრაზილიელი ჟივანილდო ვიეირა დე სოუზა, მეტსახელად „ჰალკი“. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100