Barry Callebaut-მა დაამტკიცა, რომ შავი შოკოლადი წამლის სტატუსით უნდა გაიყიდოს
კაკაოს შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერება ფლავოლონი გულ-მკერდის ელასტიურობასა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას უწყობს ხელს. რაც იმას ნიშნავს, რომ შოკოლადი სამკურნალო საშუალებაა. Barry Callebaut-ის სპეციალისტები განმარტავენ, რომ სამკურნალოს შედეგის მისაღებად საჭიროა დღეში 200 მილიგრამი ფლავოლონის მიღება. აღნიშნულ ინფორმაციას მაილი დეილი ევროპელ მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Barry Callebaut-ის კვლევის შედეგებისა და მათივე მოთხოვნის საფუძველზე, ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ Barry Callebaut-ის წარმოებული პროდუქციის გარკვეული ნაწილის შეფუთვაზე (კაკაოსა და შავ შოკოლადზე) გაჩნდება წარწერები იმის შესახებ, რომ შოკოლადი გახლავთ სამკურნალო საშუალება.
კომენტარი