რას, როდის და რამდენს ატყუებენ ერთმანეთს წყვილები? (სტატისტიკა)
პოპულარულმა გამოცემამ Men's Health საინტერესო კვლევა ჩაატარა. მაშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვის მიზანი გახლდათ იმის გაგება თუ რომელ ტყუილებს ეუბნებიან ყველაზე ხშირად წყვილები ერთმანეთს. კვლევის შედეგები კი ასეთია:
მეწყვილესთან საუბრისას გასულ წელს თითო მამაკაცმა საშუალოდ 1092-ჯერ იცრუა. ქალების შემთხვევაში მონაცემები შედარებით მცირეა - 728 ტყუილი.
ყოველმა მეორე მამაკაცმა აღიარა ისიც, რომ შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით პირველ პამანზე მის მიერ ნათქვამი ფრაზების 63% ტყუილია.
რაც შეეხება ყველაზე ხშირ ტყუილებს, ქალბატონები ყველაზე ხშირად საკუთარი წონის შესახებ იტყუებიან, მამაკაცები კი საკუთარი სიმაღლის. გარდა ამისა პლასტიკური ქირურგიის მოყვარული ქალები ასევე უმეტესწილად ცრუობენ და არ აღიარებენ, რომ მათი მკერდი სილიკონისაა.
კომენტარი