სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში რამდენიმე ობიექტი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქართველებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შენება ისწავლეს".

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა დღეს მესტიაში რამდენიმე ობიექტის გახსნისას გააკეთა.

"სვანეთში დღეს საათსა და 45 წუთში ამოვედი. ეს გზა არა მხოლოდ მესტიისკენ, არამედ ჩვენთვის ყველასთვის მომავლისკენ მიდის. აქ რასაც უყურებთ, ყველაფერი მრავალწლიანი ფიქრისა და დაგეგმარების შედეგია. როდესაც აქეთ მოვდიოდი, გზაზე ყველგან მშენებლები იდგნენ. მინდოდა, თითოეულ მათგანთან გავჩერებულიყავი და თითოეული მათგანისთვის ჩამომერთვა ხელი. მე ხომ ვიცი, რომ 10 წუთის წინ აქ მშენებლობა მიდიოდა. აქ ქვაფენილი გასული ღამით დააგეს. ჩვენ დრო არ გვაქვს, ყველაფერი სწრაფად უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამავდროულად - ხარისხიანად. ამასობაში ქართველებმა ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად შენება ვისწავლეთ, იმიტომ, რომ გვეჩქარება, იმიტომ, რომ ქვეყანა დიდი ხანი თავზე გვენგრეოდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამ მშენებლობებზე ხალხია დასაქმებული, რომელმაც სახლში შემოსავალი უნდა შეიტანოს, ბავშვებს განათლება მისცეს, ოჯახის უფროს წევრებს მოუაროს, არ ჰქონდეს მკურნალობის, გადაადგილების, უბრალოდ ცხოვრებისა და სუნთქვის პრობლემა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გასაკეთებელია",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დღეს მესტიაში იუსტიციის სახლი, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, პოლიციის შენობა, ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა გაიხსნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100