18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დიპლომატიურად იმოქმედეთ. ადამიანს სათქმელი შელამაზებულად, რბილად უთხარით. მოერიდეთ ინტრიგებს. შეიძლება განახლდეს სასიყვარულო მიმოწერა უცხოელთან.
კურო
სხვა დღისთვის გადადეთ დოკუმენტების გაფორმება. საქმეები უმჯობესია არა მეგობრობაზე და პატიოსან სიტყვაზე, არამედ ხელშეკრულებით იყოს დამოწმებული. ისწავლეთ ტყუილის სიმართლისგან გარჩევა.
ტყუპი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ. მოერიდეთ ურთიერთობას და საქმეების დაწყებას საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან.
კირჩხიბი
სიფრთხილე გმართებთ თუ თქვენი პროფესია მოგზაურობასთან, უცხოელებთან პარტნიორობასთან, მკურნალობასთანაა კავშირში. ეცადეთ მოიწესრიგოთ სამსახურის საქმეები და პირადი ცხოვრება.
ლომი
ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. განსაკუთრებით დოკუმენტებში, ფინანსებში. ნუ განიხილავთ მეგობრებთან თქვენს პირად ცხოვრებას. ნუ ენდობით ახალგაცნობილებს.
ქალწული
ნურავის ენდობით. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და გარშემო მყოფები საიმედოობაზე. არ გასცეთ დაპირებები. ეცადეთ, საქმიან პარტნიორად ერთგული და მცოდნე ადამიანი აიყვანოთ.
სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური საქმეების შესრულებას. დაკვირვებულად იმოქმედეთ. არ გაფლანგოთ ფული. თქვენი კეთილგანწყობა და მეგობრულობა ყველას სხვადასხვანაირად ესმის.
მორიელი
კრიტიკული უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ. ნუ ენდობით რეკლამას, ნუ გაფლანგავთ ფულს. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ.
მშვილდოსანი
იყავით დაკვირვებული. შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს. კარგი დღეა ფლირტისა და მიმოწერისთვის.
თხის რქა
გარშემო მყოფების რჩევებს ყური დაუგდეთ, მაგრამ გამოცდილებაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ რუტინულ საქმიანობას. საღამოს ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.
მერწყული
დაკვირვებული იყავით, შთაბეჭდილებების დღე გელით. მოერიდეთ საყიდლებს. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, დოკუმენტებს. მოერიდეთ აფერისტებთან ურთიერთობას.
თევზები
დისციპლინირებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს. ქალბატონებს ზომიერება გმართებთ ფლირტისას.
კომენტარი