სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თიბისი გალერეაში“ სალომე ბენიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

9 ოქტომბერს,19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში",გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ მკითხველს ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორის, სალომე ბენიძის პროზაულ კრებულს - ქალა ქიწყალზეწარუდგენს.

წიგნი ერთი ქალაქისა და შვიდი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ამბებ იერთმანეთს მისტიკური ძაფებით უკავშირდება. წიგნის მთავარი გმირები უცნაური უნარებით დაჯილდოებული, არაჩვეულებრივი გოგოები არიან, რომლებსაც უყვართ, რომლებიც იბრძვიან და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ იმარჯვებენ, მაინც გვარწმუნებენ, რომ ვისაც საკუთარი თავის სჯერა, ის ბედნიერებას აუცილებლად დაიმსახურებს. „ქალაქი წყალზეარის წიგნი ცხოვრების თავიდა დაწყების, ტკივილის, დავიწყებისა და დიდი სიხარულის შესახებ, სადაც ყველა ადამიანური შიში და იმედია თავმოყრილი.

წიგნის გარეკანისა და ილუსტრაციების ავტორია მხატვარი - თათია ნადარეიშვილი.

სალომე ბენიძე ლიტერატურული პრემია -„ საბას“ ლაურეატი 2012 წელს გახდა. წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში, ავტორმა პრიზი ლექსების კრებულისთვის - „მოხსენებითი ბარათი“ მიიღო.

პროზაული კრებული - ქალაქი წყალზე9 ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნების მაღაზიებში გაიყიდება, კრებულის ელექტრონული ვერსია კი, saba.com.ge-ზე განთავსდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100