სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აღარ გავა ხმაურიანი პრომოს მქონე ნანუკა შოუ ეთერში ხვალ?

ხმაურიანი პრომოს მქონე ნანუკა შოუ ხვალ ეთერში არ გავა, ამ ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერნეტით ავრცელებს.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა რუსთავი 2-ის საეთერო ბადე. შესაბამისად, ნანუკას შოუ დღევანდელი დღის ნაცვლად გავა შემდეგ ოთხშაბათს. გიხდით ბოდიშს, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ მიზეზი იმდენად საპატიოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ერთგული მაყურებლებიც დაეთანხმებით. დიდი მადლობა ასეთი მოლოდინისთვის. პირობას გაძლევთ შემდეგ ოთხშაბათს ჩვენ ამ მოლოდინს გაგიმართლებთ.“ - წერს ნანუკა

შეგახსენებთ, რომ საუბარია, გადაცემაზე რომლის სტუმრებიც მომღერლები ნინო ქათამაძე და თეონა კონტრიძე არიან. ამ გადაცემის პრომო ბოლო ერთი კვირაა ტრიალებს ინტერნეტსივრცეში და დიდი განხილვის საგანია, მაყურებელი კი მას დიდი მოლოდინით უცდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100