სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსის ალტერნატიული ფორმები აპკის შესანარჩუნებლად, შემდეგ მოტყუებული პარტნიორი და “აწყობილი” ოჯახი

ძალიან რომ მიყვარს ჩემი საიტი და მკითხველები, საიდუმლო არ არის, თუმცა არის რაღაც მომენტი, როცა მგონია, რომ ამ საიტმა, ამდენმა ინფორმაციამ, ჩემი შრომის 5 წელმა, მილიონმა პასუხგაცემულმა შეკითხვამ და ჩემმა ენთუზიაზმმა ვერაფერი ვერ შეცვალა მკითხველში.

მინდა ეს სტატია წაიკითხოს ყველა ქალმა, წაიკითხოს გაიაზროს და ეცადოს, რაღაც შეცვალოს თავის პიროვნებაში.

მკითხველთან ვცდილობ სულ ლოიალური ვიყო და თუნდაც ძალიან ელემენტარულ შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხო. თუმცა ზოგჯერ მოთმინება არ მყოფნის და ვარ ძალიან რადიკალური, მკაცრი და უხეშიც ალბათ. გუშინ იყო შემთხვევა, რამაც მიბიძგა, ეს პოსტი დამეწერა.

სექსის უამრავი ფორმა არსებობს და მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ფორმის სექსი აქვს ადამიანს, სექსი სექსია. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ანალური სექსის ქონას და აპკის შენარჩუნებას “მე არ ვთვლი, რომ სექსი მქონდას” უწოდებენ.

ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში აპკის ქონას ღირსების ნიშანია და ყველა “უაპკო” გოგო უღირსი, არ არის მხოლოდ მამაკაცების ბრალი. ეს შეხედულება ჩვენგან, ქალებისგან, მოდის და ჩვენვე ვაწესებთ სტანდარტებს, რომლებითაც მამაკაცები გვაფასებენ.

ქალების ნაწილი გაბედულია და არ მალავს სექსუალურ გამოცდილებას, არც სექსის ალტერნატიულ ფორმებს მიმართავს აპკის შესანარჩუნებლად. ნაწილს აპკი მიაჩნია ღირსებად და გათხოვების მომენტში “ქალშვილია” საკმაოდ დიდი სექსუალური გამოცდილებით. ოჯახები იქმნება და ინგრევა, ინგრევა წყვილებში დაბალი ინტიმურობის და სულიერი სიახლოვის გამო. ურთიერთობა, რომელიც ტყუილით იწყება, ძნელია შესანარჩუნებელია.

სექსის ალტერნატიული ფორმები აპკის შესანარჩუნებლად, შემდეგ მოტყუებული პარტნიორი და “აწყობილი” ოჯახი – ასეთი ქალები შემდგომში ყველაზე მკაცრი შემფასებლები არიან სხვისი ღირსების.

ჩვენ, ქალები, ვქმნით ამინდს, რომლის მიხედვითაც გვექცევიან მამაკაცები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ “აპკიანი” ქალი არის ღირსებული და ყველა, ვინც აპკის გარეშე აპირებს ბედნირი იყოს, განწირულია. ამიტომაც დღეს საქართველოში მამაკაცი ირჩევს ქალს,რომელსაც ექნება აპკი და პირველი სექსის დროს ტკივილისმიერი შოკისა და სისხლდენის მაღალი რისკი… ესეც ჩვენიდან მოდის, ქართველი გოგონების 90% აინტერესებს, აპკი მთელი აქვს თუ არა, ანუ აპკს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ ქალები.

ქალის ღირსება არ არის აპკი, აპკი ყოველგვარი დანიშნულების გარეშე შემორჩენილი რუდიმენტია, ისეთივე როგორც აპენდიქსი, რომლის არ ქონაც არ ნიშნავს უღირსობას. ის, თუ როგორ გვაფასებენ სხვები, გამომდინარეობს ჩვენგან. როცა ქალს უაპკობა მიაჩნია ნაკლად, ირგვლივ მყოფებიც ნაკლად აღიქვამენ ამას.

ღირსება ეს საკუთარი თავის პატივისცემა, სხვების პიროვნების და უფლებების 100% პატივისვემა და საკუთარ საქციელზე პასუხისგება.

აპკის მქონეც და აპკის გარეშეც თქვენ ისევ ის პრიოვნება ხართ, აპკი არ ცვლის არაფერს. ასე რომ, ქალბატონებო, პატივი ეცით საკუთარ თავს, სხვებს და პასუხი აგეთ საკუთარ სურვილებსა და საქცილებზე!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100