სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ კბილაშილმა პრემიის სახით 17 610 ლარი მიიღო

მთავარ პროკურატურაში თანამშრომლებზე ერთი წლის განმავლობაში პრემიის სახით 4 620 956 ლარი გაიცა.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშილმა და მისმა მოადგილეებმა, ლაშა ნაცვლიშვილმა, დავით მჭედლიშვილმა და შოთა რეხვიაშვილმა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ყოველთვიურად პრემიის სახით 5 870 ლარი მიიღეს. ეს ტრადიცია 2013 წელს იანვარშიც გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის ყოველთვიური ხელფასი 3910 ლარია.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების პროკურატირის მაღალჩინოსნებს, ყოველთვიურად პრემიის სახით 5 870 ლარს იღებდნენ.
2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე პროკურატურა 67 თანამშრომელმა დატოვა.
საქართველოს პროკურატურის სისტემაში სულ 830 თანამშრომელი მუშაობს, მათი ყოველთვიური ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტს 123 800 ლარი უჯდება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100