სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Yahoo–ს ხელმძღვანელი ცრუ რეზიუმესათვის გაათავისუფლეს

Yahoo–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ ტომპსონმა თანამდებობა დატოვა. პოპულარული ამერიკული ინტერნეტ–კომპანიის მეთაურის გათავისუფლების მიზეზი რეზიუმესთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. რეზიუმეში ტომპსონმა განათლების შესახებ ცრუ ინფორმაცია მიუთითა. ამტკიცებდა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მაღალი ხარისხის დიპლომი ჰქონდა, თუმცა, პრაქტიკაში ამის დამტკიცება ვერ მოახერხა.

უზუსტობის შესახებ პირველებმა საინვესტიციო ფონდმა, Third Ponit–მა, განაცხადა, რომელსაც Yahoo–ს 6% ეკუთვნის.

სკოტ ტომპსონს ახლა როს ლევინსონი ჩაანაცვლეს. ტომპსონი აღნიშნულ თანამდებობაზე სულ რაღაც 4 თვე იყო.

აღსანიშნავია, რომ Yahoo ახლა კორპორატიულ კრიზის განიცდის. უკანასკნელ 3 წელში კომპანიის „მთავარი კაცის“ სავარძელი ხუთმა ადამიანმა მოსინჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100