სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია - ინტოქსიკაციის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 წლის გოგონას ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მოხდა. 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. საბავშვო ბაღის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვი სამზარეულოში შევიდა და წყალი ითხოვა. ამ დროს კი ძიძა ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა. მან ხსნარი გვერდით გადადო და ბავშვისთვის წყლის ასავსებად მიტრიალდა, რა დროსაც გოგონამ სითხე დალია.

ბავშვი მწვავე ინტოქსიკაციით იაშვილის კლინიკაშია გადმოყვანილი. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100