ქალებს, რომლებიც ცოლიან მამაკაცებთან წვანან, ჯოჯოხეთში ელოდებათ ადგილი
„არც ერთ ქალს აქვს უფლება სხვის მამაკაცთან გააბას რომანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მას იზიდავს. მით უმეტეს, თუ ეს კაცი ქორწინებაში იმყოფება“ - ასე იწყება ემოციური წერილი, რომელიც დაგვაფიქრებს და მიგვახვედრებს, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ ქალებმა ერთმანეთს მხარი:
„სანამ ჩემს პოზიციას აგიხსნით, მინდა გამოვტყდე, რომ ცოლიან მამაკაცებთან ვიწექი. ეს პირველად მაშინ მოხდა, როდესაც პარიზში ვიყავი. ჩვენ ერთმანეთი ბარში გავიცანით და შემდეგ ჩემთან ავედით, სახლში. ორი საათის შემდეგ ამიხსნა, რომ სახლში უნდა დაბრუნებულიყო, ცოლთან. სიტყვებით ვერც კი გადმოგცემთ, როგორ შოკში ვიყავი. მან შემომხედა და მიხვდა, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი და არა სასიამოვნო სიურპრიზი იყო. განმიმარტა, რომ ის და მისი მეუღლე დრო და დრო სხვებთან დადიოდნენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო იდილიის შესანარჩუნებლად, რათა ერთმანეთი არ მობეზრებოდათ. თუმცა, ეს ჩემთვის სულაც არ ყოფილა ჩვეულებრივი მოვლენა. როგორი თავისუფალი ურთიერთობების მომხრეც არ უნდა ვყოფილიყავი, ამ ფაქტმა ჩემზე მაინც ცუდად იმოქმედა და რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემს თავს ვადანაშაულებდი.
გარკვეული დროის შემდეგ ეს ისევ განმეორდა. ქუჩაში დავინახე ბიჭი, რომელთანაც მცირეხნიანი რომანი მქონდა. იგი მეუღლესთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობდა. გვერდს მათი ქალიშვილი უმშვენებდა. ამ სურათმა სულ გამანადგურა, სინდისი მოსვენებას არ მაძლევდა. იმასაც ვხვდებოდი, რომ არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი, ვისთანაც ეს მამაკაცები მეუღლეებს ღალატობდნენ. ვხვდებოდი ასევე, რომ დამნაშავე არ ვიყავი და განზრახ არ დავწოლილვარ ცოლიანებთან. თუმცა ამის გაცნობიერება აფორიაქებულ სულს ვერ მიმშვიდებდა.
რამდენიმე წელიწადში ვითარების მეორე მხარეს აღმოვჩნდი. ვარ ცოლი, რომელსაც ქმარმა 28 წლით უმცროს გოგონასთან უღალატა. ჩემი შტატებში გადასახლების შემდეგ მალევე ეს გოგონა ჩვენს სახლში გადაბარგდა ჩემივე მეუღლესთან. ქმარი არ ჩქარობდა ჩამოსვლას, მითხრა, რომ საქმეებს მოაგვარებდა და მერე წამოვიდოდა ამერიკაში.
გოგონას ჩემი მეუღლე შეუყვარდა. ამ გრძნობამ კარგი საშუალება მისცა, თავი გაემართლებინა. თქვა, რომ მისი ბრალი არ იყო, სიყვარულმა აიძულა ბოლომდე გადაშვებულიყო ვნების მორევში.
თუმცა, სამყარო სხვანაირადაა მოწყობილი, გოგონა. შენ არ გაქვს უფლება ყველაფერი გააკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოგესურვება... მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენ გჭირდება. ფემინიზმი ასე და ამისთვის არ გაჩენილა. ჩვენ ჯერ კიდე იმ დროში ვცხოვრობთ, როცა მამაკაცების უფლებები ქალებისას აჭარბებს. ამიტომ ქალები ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთის კაცებს დავადგათ თვალები და ამით მხოლოდ კაცებმა ნახონ სარგებელი. ბოლოს, მიტოვებული მაინც საყვარელი რჩება და თუ ეს ასე არ მოხდა და საყვარლის გამო კაცმა ოჯახი დაანგრია, ახალ მეორე ნახევარს არასდროს მოასვენებს იმზე ფიქრი, რომ მის საყვარელ მამაკაცს ყოფილი ცოლის მიმართ გრძნობები ბევრჯერ შეახსენებს თავს. თანაც ის პოტენციური მოღალატეა. უღალატა ერთ დროს საყვარელ ცოლს, გიღალატებს შენც. ერთგულების გარანტიას ვერავინ მოგცემს. გაიზარე ეს და დაფიქრდი, გიღირს სხვის კაცთან სექსით დაკავება?
რა თქმა უნდა, მამაკაცის დანაშაულზე თვალს არ ვხუჭავ. არ ვამართლებ მოღალატე მამაკაცს, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი - ქალი, რომელიც გათვითცნობიერებულად წვება ცოლიან კაცთან, ჯოჯოხეთი არ აცდება. თქვენ ხართ ეგოისტები, რომლებიც სამყაროში კარგს არაფერს აკეთებთ, მხოლოდ ტკივილს აყენებთ სხვებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არჩევანიც გაქვთ. ნუ იქნებით ასე მშვიდად ბოლომდე, კარმა თქვენამდეც მოაღწევს!“
კომენტარი