სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კეიტ მოსი გათხოვდა

შაბათს, პირველ ივლისს, გაიმართა ლეგენდარული მოდელის კეიტ მოსისა და მუსიკოსის, ჯემი ჰინზის, ქორწილი. ცერემონიალი კეიტის სახლში, ბენფორდში, მიმდინარეობდა. საქორწინო სუფრაზე იზრუნეს ფრანგული სასტუმროს Ritz-ის მზარეულებმა, მოწვეულები იყვნენ აგრეთვე ბარმენები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღამისკლუბიდან Mahiki.

ექსტრავაგანტული საღამოების მოყვარულმა კეიტმა საღამოზე მიიწვია ტრანსვესტიტების გუნდი. ამის გარდა, მოსმა და ჰინზმა სტუმრებს მოსთხოვეს წყლის პისტოლეტების მიტანა ქორწილში. წყვილს ქორწილი 500 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. ამ თანხაში შედის საქორწინო კაბა ჯონ გალიანოსგან.

ქორწინების ცერემონიალს ესწრებოდნენ მოდელი ნაომი კემპბელი, დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი, მსახიობი ჯუდ ლოუ და მისი ყოფილი ცოლი სედი ფროსტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100