სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერს ევროკავშირის საინფორმაციო ვებ-გვერდი საქართველოზე?

წერილების ომი საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას ააშკარავებს - სტატიას ამ სათაურით ევროკავშირის საინფორმაციო ვებ-გვერდი აქვეყნებს. ევროპელი ანალიტიკოსები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილს გამოეხმაურნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მკაცრი პასუხი გასცა ევროპარლამენტის მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკის კრიტიკას, რომ შესაძლოა საქართველოს პრემიერმა დემოკრატიული რეფორმებისგან უკანდახევით ქვეყანას ევროპის კარი დაუხუროს.

საუბარია 6 მარტს საქართველოს პრემიერისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც ხელს იერჟი ბუზეკი, ელმარ ბროკი, ვიტაუტას ლანდსბერგისი - სულ 23 ევროპარლამენტარი აწერდა.

ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაძაბულობაც ასახავს.

პუბლიკაციაში საუბარია ხელისუფლებასა და უმცირესობას შორის ურთიერთბრალდებებზეც. “ხელისუფლება სააკაშვილის პარტიას ადანაშაულებს ლობისტების და დასავლელი კონსერვატორი პოლიტიკოსების მხრიდან მათთვის სასურველი გზავნილების გახმოვანებაში, სააკაშვილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მისი პარტიის აქტივისტები ისევე, როგორც ყოფილი ხელისუფლების პირები იდევნებიან ახალი ხელისუფლებისგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100