ეს მართლა მოხდება?-რომის პაპის ეს განცხადება შოკში ჩაგაგდებთ...
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, რომის პაპმა ფრანცისკმა თავის მრევლს უქადაგა, რომ ადამიანებს სამყაროში ჰყავთ უცხოპლანეტელი "დები და ძმები", და რომ მათი შეხვედრა ძალიან მალე მოხდება.
თავის ქადაგებაში, რომელიც შედგა 2014 წლის 13 აპრილს, წმიდა პეტრეს მოედანზე, რომის პაპმა ფრანცისკმა საკმაოდ იოლად, თითქოსდა ჩვეულებრივ ამბავს ჰყვებაო, განაცხადა, რომ კაცობრიობისა და უცხოპლანეტელების შეხვედრა მალე შედგება. ამ განცხადებით პაპმა საკმაოდ გააკვივრა იქ დამსწრე მორწმუნენი: "ძვირფასო ძმებო, - თქვა პაპმა, - მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩვენ მარტონი როდი ვართ სამყაროში. მეცნიერებამ უკვე გააკეთა სერიოზული პროგრესი და, როგორც ჩანს, ძალიან მალე ჩვენ შევიტყობთ ჩვენი ახალი ძმებისა და დების არსებობის შესახებ, რომლებთანაც მშვიდობიან კონტაქტებს დავამყარებთ. საოცარი იქნება ეს დღე, და გახსოვდეთ, ღმერთი ერთია, და ყოველთვის აკვირდება თითოეულ ჩვენგანს".
ამ გამოცხადებამ საგონებელში ჩააგდო ათასობით ადამიანი, რომლებიც ქუჩაში იდგნენ, ისინი იმდენად გაოგნებულნი იყვნენ, რომ ქადაგებას ჯეროვნად არც კი უსმენდნენ. მაგრამ პაპ ფრანცისკის სიტყვაში დაფარულია ამაზე უფრო მეტი ინფორმაცია. მან უბრალოდ კი არ დააზუსტა რამდენად მნიშვნელოვანია პროგრესი, არამედ ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ჩვენი გონება უკვე მზად უნდა იყოს ყველაზე გასაოცარი მოვლენებისთვის, რომელიც ჯანსაღ აზროვნებას არ ეწინააღმდეგება.
ეს იმგვარი განაცხადი იყო, რომ უეჭველად ის ყველაფერს შეცვლის. პაპი კი ისევ ძველი გზით ივლის, რათა "კარები" გაუხსნას განახლებულ ეკლესიას და განაღოს სიმართლის "კარიბჭენი" მისი ნებისმიერი სახით.
როგორც ადრე ვიტყობინებოდით, ვატიკანის ასტრონომები ახლა ამბობენ, რომ უცხოპლანეტელები უკვე ჩამოდიან დედამიწაზე, და აპირებენ ჩვენს მონათვლას თავიანთ სარწმუნოებაში. ეს კი ჩვენს ცოდნაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს შეცვლის სახარების ჩვენეულ გაგებას.
და მართლაც, ზოგიერთი ღრმა თეოლოგი უკვე ამბობს, რომ შესაძლოა ყოველივე, რაც კი სახარების შესახებ ვიცით, არასწორი აღმოჩნდეს და გადაისინჯოს.
ინტერნეტ მასალების მიხედვით
კომენტარი