სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი პლანეტისთვის

“წითელი წიგნი” იშვიათი და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სიაა, მათი თანამედროვე მდგომრეობის მოკლე დახასიათებით. არსებობს “წითელი წიგნის” საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.

წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს, უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი პირველი ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, მეორე ნაწილი - მცენარეებს, მესამე კი - არაორგანული ბუნების ძეგლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100