ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ირაკლის ვეძახი "ანტონიის", ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით - ბერა ივანიშვილი
რას ნიშნავს ტრი - ბერა ივანიშვილის თქმით, TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არა "ტრი-ტრის" ამბობს, არამედ ირაკლი ღარიბაშვილს "ანტონიის" ეძახის.
"ეს ტრი-ტრი საერთოდ საიდან გაიგეს მე არ ვიცი. იქ 2010-11 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით, ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით და ეს ტრი-ტრის არ ვიძახი იქ ვიძახი "ანტონიი", ასე ვეძახდით ერთამენთს. ტრი ტრი საიდან გაიგეს არ ვიცი", - ამბობს ბერა ივანიშვილი.
კომენტარი