სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 წლის ბიჭმა მამინაცვალს და მის ყოფილ ცოლს სექსი ტყვიების სროლით შეაწყვეტინა...

საფრანგეთში შემზარავი შემთხვევა მოხდა: 10 წლის ბიჭუნამ მამინაცვალი და მისი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. უკვე ცნობილია მომხდარის დეტალები:

10 წლის ლუის ელიოსი ამბობს, რომ მამინაცვალი მუდამ უხეშად ექცეოდა და ხშირად სცემდა, დედა კი მისი რისხვისგან შვილს ვერ იცავდა ხოლმე. ერთხელაც, როცა სახლში ბავშვის დედა არ იმყოფებოდა, მამინაცვალთან სტუმრად მისი ყოფილი ცოლი მივიდა.

ელიოსის თქმით, სტუმარს ფეხებზე შემთხვევით გადაასხა წყალი, რის შემდეგაც მამინაცვალმა და მისმა ყოფილმა ცოლმა ის სასტიკად სცემეს. გამწარებულმა მოზარდმა მამინაცვლის ცეცხლსასროლი იარაღი აიღო, ოთახში შევიდა და ორივეს ორ-ორი ტყვია ესროლა, რის შემდეგაც მამინაცვალი და მისი სტუმარი ადგილზე გარდაიცვალნენ. ფრანგული ტაბლოიდები მიანიშნებენ, რომ მამინაცვალი და მისი ყოფილი ცოლი ბიჭუნას სასტიკად ცემის შემდეგ უდარდელად დაკავდნენ სექსით და შეიარაღებული ელიოსის შემოსვლა არც კი შეუმჩნევიათ.

პოლიციაში შესული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული ჯგუფები გავიდნენ, მაგრამ სახლში მხოლოდ 10 წლის, ცემისგან მისავათებული ბიჭი დახვდათ, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა.

სასამართლომ ბავშვს 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ადვოკატებმა მიაღწიეს საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებას. ისინი ამტკიცებენ, რომ მოზარდი აფექტურ მდგომარეობაში იყო, რაც მისმა სასტიკად ცემამ გამოიწვია. ბავშვის ადვოკატები სპეციალურ სასწავლებელში მის გადაყვანას ითხოვენ, სადაც ბიჭუნას პრობლემებს ფსიქოლოგებმა უნდა მიხედონ და არა ციხის ზედამხედველებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100