სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამ დოჩანაშვილი: პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, ამიტომ ბატონი ბიძინას ნაბიჯს ვერ შევაფასებ...

მწერალ გურამ დოჩანაშვილის წიგნის "ნაწარმოებთა სრული კრებულის" მეშვიდე წიგნის პრეზენტაცია თიბისი გალერეაში გაიმართა. წიგნში შესულია ერთადერთი პოეტური ნაწარმოები, რომელიც გურამ დოჩანაშვილმა დაახლოებით 40 წლის წინ შექმნა და რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა.

„მე ძალიან დიდი სიკეთე მახსოვს როგორც ბიძინა ივანიშვილისგან, ისე მიხეილ სააკაშვილისგან, ისინი დაპირისპირებული არიან, მე კიდევ პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით,-აღნიშნულის შესახებ მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა. "ახლა ისეთი პოლიტიკაა, თავი უნდა გადადო, რომ გაიგო რა ხდება, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის საკითხს ვერანაირად ვერ შევაფასებ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დიდი სიკეთე მახსოვს მისგან, 2001 წელს, როცა ძალიან გვიჭირდა და საშველი არსაიდან იყო, ის დაგვეხმარა არა მხოლოდ მე, არამედ ძალიან ბევრ ხელოვანს საქართველოში. მაგრამ ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ მადლობელი ვარ პრეზიდენტი სააკაშვილისაც, მან ცხოვრების ოცნება ამისრულა, იტალიაში გამიშვა ოჯახთან ერთად. ეს ყველაფერი არ ყოფილა მოჩვენებითი. ორივე შემთხვევა იყო უბრალოდ კეთილგანწყობა მწერლისადმი",-აღნიშნა მწერალმა და იქვე ერთი ამბავიც გაიხსენა.

"ვერდის რო ვუსმენ, ვერდი მომწონს და როსინის რო ვუსმენ, როსინი მეთქი,- მეგობარს ვუთხარი ამის შესახებ და მიპასუხა, ნუ ღელავ მთელი იტალია ასეაო",-დაასრულა მწერალმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100